მე ვარ თამარ ყურაშვილი, სტომატოლოგიური კლინიკა „dentsblanches დანბლანში“-ს დამაარსებელი და კლინიკური ხელმძღვანელი 22 წლიანი გამოცდილებით.
კლინიკის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, როცა საქართველოში დაბრუნებისას მომიწია ორ კლინიკაში მუშაობა და ვფიქრობდი,პაციენტები იმსახურებდნენ მაღალტექნოლოგიურ,მულტიფუნქციურ სივრცეს სადაც შეძლებდნენ სრული სტომატოლოგიური მომსახურების მიღებას.
იდეამ გაამართლა,დანბლანში თანამედროვე სახელწოდებით შეიქმნა 2014 წელს და ითვლის 12 000 ბედნიერ-ღიმილიან მომხმარებელს.
ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ,როცა ვხედავ პაციენტებს,რომელთაც ბავშვობაში ვმკურნალობდი,დღეს დანბლანშს უკვე თავიანთი შვილებით სტუმრობენ.
გუნდური მუშაობა და სწორი მკურნალობის დაგეგმარების პრაქტიკა ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია.კლინიკაში 12 ექიმი მუშაობს,ყველა მათგანი მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას ითვლის და ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ.
"დანბლანში" არის მულტიპროფილური კლინიკა , სადაც ყველა ტიპის სტომატოლოგიური სერვისია ხელმისაწვდომი:
• თერაპიული სტომატოლოგია
• ორთოპედია
• იმპლანტოლოგია
• ბავშვთა სტომატოლოგია
• ორთოდონტია
•პაროდონტოლოგია
•3D კომპიუტერული ტომოგრაფია
•ქირურგიული სტომატოლოგია
დანბლანში ეხმიანება სლოგანს „შენი ჯანმრთელი ღიმილი იმსახურებს შემჩნევას!“ ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ შენი ღიმილის სილამაზეზე,არამედ პირის ღრუს ჟანმრთელობასა და სიჯანსაღეზე,რაც შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს.