პაროდონტოლოგია

რა არის პაროდონტოლოგია?

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია,პაროდონტის ანთებითი დაავადებების (გინგივიტი და პაროდონტიტი) განვითარება ღრძილებიდან იწყება. იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვლს,რომლებიც უზრუნველოფენ კბილის ფიქსაციას ყბის ძვალში.
ეს ქსოვილებია:ღრძილი, პერიოდონტალური იოგი, ალვეოლური ძვალი და დუღაბი. ღრძილებიდან სისხლდენას ხშირად პაციენტების მხრიდან არ აქვს შესაბამისი რეაგირება,ისინი ამას არასწორად შერჩეულ კბილის ჯაგრისს ან სავლებს აბრალებენ,გავრცელებული ქცევის პატერნი მცდარია და შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

პაროდონტოლოგიური მკურნალობა


უპირველესად ხდება დაავადების დიაგნოსტიკა,რაც მოიაზრებს ანამნეზის შეკრებას,ორალურ ფოტოგრაფირებას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას.ყველა ამ მონაცემის შეჯამებით ხდება სწორი დიაგნოზის დასმა და ინდივიდუალური მკურნალობის დაწყება. პაროდონტოლოგიური მკურნალობა მოიცავს უპირველესად კბილ-ღრძილოვან მიდამოში არსებული ბაქტერიული ბიოაპკის, რბილი და მაგარი ნადების ელიმინაციას მექანიკურად, რაც ხორციელდება სპეციალური აპარატის მეშვეობით და მას ფესვის სქეილინგი და ინსტრუმენტირება ეწოდება. რთული დიაგნოზების შემთხვევაში გამოიყენება დამატებითი მკურნალობის მეთოდები როგორიც შეიძლება იყოს ანტიბაქტერიული მედიკამენტების გამოყენება,ლაზეროთერაპია,კბილების შინირება. პაროდონტიტის გართულებული ფორმის გამოვლენისას მხოლოდ პაროდონტოლოგიური მკურნალობა არ არის საკმარისი და საჭირო ხდება სტომატოლოგიის სხვა დარგის წარმომადგენლების ჩართულობა.თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიურ კლინიკა - „დანბლანშში“ პაროდონტიტის მკურნალობა უახლესი მეთოდებითა და აპარატურით მიმდინარეობს.

პაროდონტოლოგია

ჩვენი სერვისები

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა  "Dentsblanches დანბლანში"  გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურების სრულ სპექტრს: