ორთოპედია

რა არის ორთოპედიული სტომატოლოგია?

ორთოპედია არის სტომატოლოგიის მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება არასწორი თანკბილვის ანომალიათა გასწორება დარღვეული ღეჭვითი ფუნქცისა და მეტყველების დეფექტების აღმოფხვრა,ორთოპედიული მკურნალობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფუნქციური,არამედ ესთეტიური თვალსაზრისითაც,რადგან სახეს უბრუნდება ჩვეული სიმეტრია.
თამუნა ყურაშვილის სტომატოლოგიურ კლინიკაში „დანბლანში“-ყველა სახის ორთოპედიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი. კონსულტაციაზე ექიმი და პაციენტი ურთიერთშეთანხმებულად არჩევენ ინდივიდუალურ,ოპტიმალურ კონსტრუქციას. მკურნალობის პროცესში გამოყენებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია იძლევა უზუსტეს შედეგს ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების თვალსაზრისით.

ციფრული ღიმილის დიზაინი (DSD) -არის სახეზე მორგებული 3დ პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი ექიმები იყენებენ 3D სკანირებას, რენტგენს და თქვენი სახის 3 განზომილებიან გამოსახულებებს,რათა ღიმილის რეაბილიტაცია იდეალურად მოარგონ თქვენი სახის ბუნებრივ ესთეტიკას. DSD საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ პროგნოზირებადი, ზუსტი და ეფექტური შედეგი.პაციენტი პროცესის მიმდინარეობისას შეძლებს ვირტუალურად დაინახოს დასრულებული შედეგი, და გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულება ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით.

ორთოპედიული მკურნალობის კონსტრუქციები.

 ვინირები - ვინირება, ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება და მათ ძირითადად გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული, ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. თითო ვინირის სისქე დაახლოებით 0.3-0.5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს.
• ჩანართი - ჩანართი არის იგივე ფაიფურის ბჟენი, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას. ბჟენისგან განსხვავებით ის არ იცვლის ფერს, გაცილებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას.
• „ხიდები“ - დენტალური იმპლანტაციისაგან განსხვავებით, ხიდებით მკურნალობის დროს გვირგვინის საყრდენს წარმოადგენს არა ყბის ძვალი არამედ გვერდითი კბილები.
• გვირგვინი - გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდი მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა. ასევე, გვირგვინები გამოიყენება დენტალურ იმპლანტებზე რესტავრაციის შესასრულებლად. მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს: ფაიფურის, ცირკონის, ლითონ ფაიფურის, პლასტმასის. ნებისმიერ შემთხვევაში ფუნქციური და ესთეტიური მხარე მაქსიმალურად ემსგავსება ბუნებრივ კბილებს.

ორთოპედიული მკურნალობის ფასი
რაც შეეხება ორთოპედიული მკურნალობის ფასს,ის დამოკიდებულია, როგორც მკურნალობის დროს გამოყენებულ მასალებზე, ასევე იმ მეთოდებზე, რომლებსაც პაციენტი და სტომატოლოგი ერთობლივად შეარჩევენ, კონსულტაციის შემდგომ. უნდა აღინიშნოს,რომ მომსახურების ფასი მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე და ხარისხთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია. ორთოპედიული მომსახურების ფასებზე,სადაზღვეო ანაზღაურებებსა და სტომატოლოგიური განვადების პირობებზე დეტალური ინფორმაციის მიღებად საჭიროა დაკავშირება.

ორთოპედია

ჩვენი სერვისები

თამარ ყურაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა  "Dentsblanches დანბლანში"  გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურების სრულ სპექტრს: