რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა სტომატოლოგიაზე?
ბავშვთა სტომატოლოგია ძალიან სპეციფიკური და დამოუკიდებელი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი,პრობლემის სირთულე და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები."დანბლანში" განსაკუთრებულად მშვიდი და ფერადი სივრცეა იმისათვის,რომ პატარას პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან,დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს.
ბავშვთა სტომატოლოგის მიერ პირველი კონსულტაცია, დაბადებიდან მე-3 დღეს ჯერ კიდევ სამშობიაროში ტარდება.სარძევე კბილების ამოსვლასთან ერთად,აუცილებელია საკონსულტაციო ვიზიტები,რათა ბავშვი მიეჩვიოს გარემოს,მიხვდეს რომ ვიზიტში საშიში არაფერია და ეს ჩვეულებრივი პროცედურაა,როგორც თამაში ან გასეირნება.
მნიშვნელოვაია გაითვალისწინოთ,რომ:
- ბავშვმა არ უნდა შენიშნოს თქვენი მღელვარება ამიტომ აუცილებელია დასძლიოთ საკუთარი შიში. თუკი ეს არ გამოგდით ბავშვის წაყვანა დაავალეთ მას ვისაც არ ეშინია: მეუღლეს, ბებიას, ბაბუას და ა.შ.
- სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის ასოცირდება უცხო მოვლენასთან და თავისთავად-სტრესთან თუკი მას დამატებით ეუბნებიან ან რაიმეთი მიანიშნებენ ბავშვის წარმოდგენა ამას გააბუქებს და ცუდად იმოქმედებს. ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტს უნდა მოეკიდოთ, როგორც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენას. მაგალითად, როგორც მაღაზიაში წასვლას.
- აბსოლუტურად უკონტაქტო ბავშვები არ არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებთანაც რთულია საკონტაქტო გზების მონახვა.ჩვენი სტომატოლოგები მზად არიან ინდივიდუალური მიდგომით გაამარტივონ და სახალისო გახადონ თქვენი პატარას ვიზიტი ჩვენს ფერად გარემოში.
- არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტით დაშინება. ფრაზები: „თუ კბილებს არ გაიხეხავ, წაგიყვან სტომატოლოგთან“, მხოლოდ გააუარესებენ სიტუაციას. ბავშვი აღარც კბილებს გაიხეხავს და სტომატოლოგთანაც არ წამოვა.
მნიშვნელოვანია ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია ადრეულ ასაკში, რათა მოხდეს ბავშვთა სარძევე და მუდმივი კბილების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ თქვენი პატარა სტომატოლოგთან უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებით დაიწყებს, მისთვის ეს უცხო ხილი აღარ იქნება, რაც მომავალში ცხოვრებას ძალიან გაუადვილებს.
საუკეთესო ბავშთა სტომატოლოგი არა მხოლოდ „აქცევს“ სტომატოლოგიურ მკურნალობას დაუვიწყარ სათამაშო თავგადასავლად და დაამყარებს თბილ ემოციურ კონტაქტს ბავშვთან, არამედ დაეხმარება ახალგაზრდა პაციენტებს შექმნან პოზიტიური მოგონებები სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში.
თუ სწორ სტომატოლოგს ეძებთ თქვენი პატარას პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის მიმავალ გზაზე მოგზაურობისათვის,მაშინ აუცილებლად უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენს კლინიკაზე.