კბილების გახეხვის ნატიფი ხელოვნება

16.06.2023

კბილების გახეხვა, განურჩევლად ასაკისა, ყველა ადამიანის დილის რუტინის განუყოფელი ნაწილია, თუმცა დარწმუნებული ხართ, რომ ამ რუტინულ პროცედურას სწორად იტარებთ?სტომატოლოგები გვირჩევენ კბილების გახეხვის ოქროს 2/2 წესს. მარტივად-ორი წუთი, დღეში ორჯერ, წრიული მოძრაობით, ზემოდან ქვემოთ.როგორც წესი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც უფრო ძლიერად,საფუძვლიანად იხეხება ზედაპირები თუ საყოფაცხოვრებო ნივთები,მით უფრო სუფთაა ისინი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ჩვენს პირის ღრუს.

ძლიერმა და აგრესიულმა გახეხვამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების სერიოზული დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სტომატოლოგიური მკურნალობა ჩვენთან შესაძლებელია, აგრესიული ხეხვით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება საუკეთესო გამოსავალია. ჩვენი საყვარელი ფილმიდან “კარატისტი ბავშვი”კარატეს ოსტატი, მიაგი გვასწავლის:  “ უფრო ძლიერად,უფრო უხეშად არ ნიშნავს უფრო ეფექტურად” მოდით, დავფიქრდეთ ოსტატის სიტყვებზე.

კბილების აგრესიულმა, უხეში მოძრაობებით გახეხვამ ჰიგიენის გაუმჯობესების ნაცვლად, შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს კბილებსა და ღრძილებს.ხისტი და უხეში ჯაგრისების გამოყენებას შეუძლია ღრძილიდან სისხლდენის, მომატებული მგრძნობელობის და მთელი რიგი სტომატოლოგიური პრობლემების გამოწვევა. ასე რომ, ნუ მოვექცევით კბილებს უხეშად, ისინი მგრძნობიარეები არიან - უფრო სწორად, ისინი გახდებიან მგრძნობიარე და გამოიწვევენ ტკივილს თუ სწორად გახეხვის წესებს უგულვებელვყოფთ.

Შეანელეთ

სტრესმა, შფოთვამ და დილის ჩვეულმა სიჩქარემ, რომ დროულად დავასრულოთ თავის მოვლა და სამსახურში გავიქცეთ, შეიძლება გაუცნობიერებლად გამოიწვიოს უხეში , ნაჩქარევი ხეხვა.ჩვენი რჩევაა,ღრმად ამოისუნთქოთ და კბილების გახეხვისას, ყოველ ჯერზე დაუთმოთ საკუთარ თავს მხოლოდ 2 წუთი. ნაზი ხელი სასარგებლოა კბილებისთვის - ამბობენ  ექსპერტები. ნაზად გახეხვა ბევრად უფრო უკეთ აშორებს ნადებს, ზიანის მიყენების გარეშე. თუ თქვენ იყენებთ ელექტრო კბილის ჯაგრისს, ერთ-ერთი მთავარი ხრიკია, რომ  ის დაიჭიროთ მხოლოდ სამი თითით, წნევის შესამსუბუქებლად და ნაზი გასუფთავებისთვის.

დაემშვიდობეთ უხეშ ჯაგრისს

ფიქრობთ, რომ უხეში ჯაგრისები უკეთ მოაშორებენ ნადებს? ცდებით. ასეთ ჯაგრისებს მეტი ყურადღება სჭირდება სწორი მანევრისთვის. თუ ახლახანს შეძენილი, საკმაოდ ძვირადღირებული ჯაგრისი უხეშად გეჩვენებათ, ხეხვისას სცადეთ თითის ბალიშის გადატანა ზევით. თუ უშუალოდ  ჯაგრისის პირი ადვილად არ იხრება თითით დაწოლისას, დიდი შანსია, რომ თანხა ფუჭად გადაყარეთ და სჯობს გამოცვალოთ.

რეგულარულად განაახლეთ

შეცვალეთ კბილის ჯაგრისი ყოველ 2 თვეში - და აუცილებლად,სანამ ჯაგრისი ფორმას დაკარგავს. ამ გზით, თქვენ გარანტირებული გაქვთ უსაფრთხო და ეფექტური ხეხვის პროცესი.

ახლა, როცა უკვე შეისწავლეთ კბილების გახეხვის ოსტატური ტექნიკა,ნუ დაივიწყებთ ფლოსებსა და ირიგატორს,რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შედარებით ახალი ნივთებია პირის ღრუს სრულყოფილი მოვლისთვის და რომელთა შესახებ,აუცილებლად ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.

framedcanvas_in_white18x24front63a1ae23c7c9c_1686911644.webp

ბოლო სიახლეები