სწორი სტომატოლოგის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, რადგან სტომატოლოგი-პაციენტის ურთიერთობა, როგორც წესი, ხანგრძლივია.აუცილებელია სტომატოლოგმა იცოდეს მისი პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებები, იცნობდეს მისი პირის ღრუს თავისებურებებს და უზრუნველყოს სერვისი, რომელსაც პაციენტი მისგან მოელის.
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, არსებობს ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია სტომატოლოგის არჩევისას.გახსოვდეთ, რომ სტომატოლოგი თქვენი ღიმილის შემოქმედია.პირველ რიგში უნდა გაიაზროთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი? ეს შეიძლება იყოს სისუფთავე, კარგი ლოკაცია, გამოცდილი ექიმი ან თანამედროვე აღჭურვილობა. კლინიკაში ვიზიტები ისედაც ასოცირდება გარკვეულ სტრესთან, წარუმატებელი სტომატოლოგიური პროცედურის შიში კი კიდევ უფრო ამძაფრებს მას.ექიმისადმი სრული ნდობა მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ ღელვას და ვიზიტებს პოზიტიურ გამოცდილებად აქცევს. სწორედ ამიტომ, საჭიროა სტომატოლოგის ფრთხილად შერჩევა, პროცესში კი სწორი კითხვების დასმა:
- რას მოიცავს სტომატოლოგის განათლება, ტრენინგი, სპეციალობა და კლინიკური გამოცდილება? რამდენი ხანია ის პრაქტიკაშია?
- რამდენი ხნით ადრე უნდა ჩაეწეროთ ვიზიტისთვის?
- როგორ ხდება რეაგირება გადაუდებელი შემთხვევებისას?
- რა გადახდის გეგმებს გვთავაზობს კლინიკა/სტომატოლოგი? დაზღვევა მიღებულია?
- როგორ რეაგირებს ექიმი სტომატოლოგიაში არსებულ ცვლილებებზე, სწავლობს ახალ ტექნიკას?
- მონაწილეობს თუ არა ის რაიმე სახის უწყვეტ განათლებაში?
- არის თუ არა ის რომელიმე ადგილობრივი, სახელმწიფო ან ეროვნული სტომატოლოგიური ასოციაციის წევრი?
- პაციენტის (განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში) კომფორტის რა ნივთებია ხელმისაწვდომი (მაგ. ოთახში ტელევიზორი, სედაციური სტომატოლოგია, ფერადი გარემო, მასაჟი, ბალიშები და ასე შემდეგ)
- არის თუ არა უახლესი აღჭურვილობა (მაგ., ლაზერები ბურღვის წინააღმდეგ)?
ჩვენს რეალობაში, ექიმის შერჩევა ძირითადად სანდო ადამიანის რეკომენდაციის საფუძველზე ხდება. სასურველია შერჩეულ სტომატოლოგთან გაიაროთ პირველადი კონსულტაცია თქვენი პირის ღრუს მდგომარეობის შესაფასებლად და დასვათ კითხვები,ეს ძალიან დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ყურადღებით აწონეთ ყველა ვარიანტი
არასოდეს დაკმაყოფილდეთ უახლოესი, იაფი ან ყველაზე ხელმისაწვდომი სტომატოლოგით.ბევრი ადამიანებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი მეტ-ნაკლებად მაინც ასოცირდება სტრესთან.დაუთმეთ დრო თქვენი ვარიანტების საფუძვლიანად შეფასებას – ეს თავს მშვიდად გაგრძნობინებთ და ისედაც სტრესულ ვიზიტს მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ! ეწვიეთ კლინიკას წინასწარ, მოაწყვეთ ტური, და გაესაუბრეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო სტომატოლოგებით,რომელთაც შეგიძლიათ ენდოთ.ჩვენ ვვითარდებით ყოველ დღე! „dentsblanches დანბლანში“-ს ექიმები სისტემატიურად ესწრებიან სამედიცინო კონფერენციებს და მასტერ კლასებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ და დაუყოვნებლივ ნერგავენ ინოვაციურ ტექნიკას ყველაზე მარტივ პროცედურებშიც კი.კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით,რომელიც ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას მოწინავეს ხდის. მშვიდი და კომფორტული გარემო,კარგი ლოკაცია და პროფესიონალი ექიმები დაგეხმარებიან დაძლიო სტომატოლოგის შიში, ჩაიტარო სასურველი პროცედურა სწრაფად,მარტივად და უმტკივნეულოდ.ჩვენ შევცვლით შენს წარმოდგენებს ტრადიციულ სტომატოლოგიაზე და შევქმნით ბედნიერ მომენტებს ყოველი ვიზიტისას.
ჩასაწერად დაგვიკავშირდი.