“ბუნებრივი”, ”ეკო მეგობრული”, ”ვეგანური”, “ბიო პროდუქტი”…ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ხშირად გაიგონებთ თავის მოვლის ჰიგიენურ საშუალებებზე, საკვებზე ან საყოფაცხოვრებო ნივთებზე საუბრისას.ბუნებრივ და ნატურალურ საშუალებებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია და აი, რა უნდა იცოდეთ თუ გამუდმებით ბუნებრივი სტომატოლოგიური პროდუქტების ძიებაში ხართ.პირის ღრუს ჰიგიენის ზოგიერთი დამხმარე საშუალება მეცნიერულად დადასტურებულია, რომ უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვები.მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მეცნიერები გვირჩევენ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტების გამოყენებას, გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მომხმარებელს ეკისრება.
რა არის ბუნებრივი სტომატოლოგია?
ბუნებრივი, იგივე ჰოლისტიკური სტომაოტლოგია ფოკუსირებულია პაციენტების მკურნალობაზე მთელი სხეულის შეფასებით (გონება, სხეული და სული) და ეძებს ინფექციის ან სტომატოლოგიური პრობლემების ძირეულ მიზეზს.მსგავსი მიდგომით პაციენტი სმკურნალობა ხდება მხოლოდ ბუნებაში მოპოვებული ან ბუნებრივ მდგომარეობასთან ახლოს მყოფი ინგრედიენტებით.ჰოლისტიკური სტომატოლოგია ასევე ცნობილია, როგორც ალტერნატიული, არატრადიციული.მსგავსი მიდგომა ამჟამად არ არის აღიარებული სპეციალობა ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, თუმცა ნელ-ნელა საქართველოშიც იხვეჭს პოპულარულობას.
რატომ ეძებენ პაციენტები ბუნებრივ სტომატოლოგიურ პროდუქტებს?
ბუნებრივი სტომატოლოგიური პროდუქტები არის პროდუქტები, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ინგრედიენტები და/ან ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა.ზოგიერთ პაციენტს შეუძლია აირჩიოს პროდუქტი უფრო ბუნებრივი ინგრედიენტებით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის; სხვებს შესაძლოა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების იმედი ჰქონდეთ, რომლებიც დაგვეხმარება ნარჩენების შემცირებაში და პლანეტის გადარჩენაში. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, პაციენტებს უფლება აქვთ გამოიყენონ პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებები, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ. ჩვენ კი უნდა დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
რისგან მზადდება ბუნებრივი სტომატოლოგიური პროდუქტები?
მეცნიერებამ აჩვენა, რომ ბუნებრივი პროდუქტები შეიძლება მართლაც ეფექტური იყოს პირის ღრუს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტებმა თამამად და მოურიდებლად გამოიყენონ სხვადასხვა ბუნებრივი საშუალება პირის ღრუს ინფექციების, ღრძილების პრობლემებისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ/საპრევენციოდ. ჩაის ხის ზეთი, ქოქოსი, ქსილიტოლი, ალოე ვერა, საკვები სოდა, მიხაკის ზეთი, საღეჭი ჩხირები და ჰიდროქსიაპატიტი ამცირებს ბაქტერიების გამრავლებას პირის ღრუში და ხელს უწყობს რემინერალიზაციას, თუმცა ისინი გამოყენებული უნდა იქნას პროფესიონალი სტომატოლოგის რჩევითა და დაკვირვების ქვეშ. მნიშვნელოვანია, პაციენტმა თავი აარიდოს თვითდიაგნოსტირებას, დაიცვას სწორი დოზირება ბუნებრივი პროდუქტის გამოყენებისას, გამოიჩინოს პროფესიონალიზმი ნაყენების დასამზადებლად და სწორად მოსახმარებლად.ყველაფერი ეს, საკმაოდ დიდ სირთულეს უკავშირდება და იზრდება მდგომარეობის გაუარესების რისკი, სწორედ ამიტომაა აუცილებელია პროფესიონალი სტომატოლოგის რეკომენდაცია.
ეკოლოგიურად სუფთა სტომატოლოგიური მოვლის საშუალებები ასევე მოიცავს ხის, ბამბუკის ან მეორადი პლასტმასის კბილის ჯაგრისებს.რეციკლირებული მასალებით შეფუთულს და ასე შემდეგ.პირის ღრუს ჯანმრთელობის შეფასების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალური რეკომენდაციები გავცეთ პაციენტებზე, რომლებსაც სურთ გამოიყენონ მხოლოდ ბუნებრივი სტომატოლოგიური პროდუქტები, რათა ზიანის გარეშე,ამომწურავად ისარგებლონ ბუნებრივი ინგრედიენტების ყველა სიკეთით.
საბოლოო ჯამში, ჰოლისტიკურ და ტრადიციულ სტომატოლოგიას, ორივეს აქვს პაციენტების მკურნალობის სტანდარტი, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიანთი მეთოდებით.დღესდღეობით, უსაფრთხო და ეფექტური ბუნებრივი საშუალებები გამოიყენება კარიესის პროფილაქტიკისა და მართვისთვის.ბიოთავსებადი მასალების (მაგ:იმპლანტების ) გამოყენება კი, ტრადიციული სტომატოლოგიისთვისაც სახელმძღვანელო პრინციპია, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ამ ორი მიდგომის კომბინირება, რათა პაციენტებს პირის ღრუს ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, მრავალფეროვანი გზები შევთავაზოთ.
ჩვენს სტომატოლოგებთან კონსულტაციისთვის, დაგვიკავშირდით.