ჯანსაღი ჩვევები ჯანსაღი ღიმილისთვის

29.02.2024

თუ ფიქრობ, რომ საკმაოდ დაკავებული დღის რეჟიმი გაქვს, უბრალოდ წარმოიდგინე იყო ბავშვი.სკოლა, სხვადასხვა წრეები და სპორტული აქტივობა, მეგობრები და ოჯახი.ისინი ყოველ დღე სწავლობენ ახალ-ახალ გზებს, იზრუნონ საკუთარ თავზე. ერთ-ერთი აუცილებელი ცხოვრებისეული უნარი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა შეიძინოს, არის პირის ღრუზე ზრუნვა.დასაწყისისთვის, აუცილებელია დაეხმაროთ თქვენს შვილს ყოველდღიურად კბილები გაიხეხოს ორჯერ, ორი წუთის განმავლობაში.ამ ჩვევის ჩამოყალიბება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მცირე კრეატიულობამ შესაძლოა სრულად შეგიცვალოთ ეს წარმოდგენა.

წარმოგიდგენთ 5 გზას, თუ როგორ გავხადოთ სახალისო კბილის გახეხვა ბავშვებისთვის:

 

1. გაიხეხეთ მუსიკის თანხლებით

იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დააყენოთ 2 წუთიანი ტაიმერი, სცადეთ DJ-ის თამაში, სანამ თქვენი შვილი იხეხავს! აირჩიეთ მუსიკა, რომლებიც უყვართ.ნებისმიერი მელოდიური და პოზიტიური სიმღერა კარგად იმოქმედებს გახეხვის პროცესზე. უშუალოდ პროცესამდე შეგიძლიათ აყურებინოთ მარტივი ვიდეოები როგორ ისუფთავებენ კბილებს მათი საყვარელი მულტფილმის გმირები ანიმაციებში, მსგავსი შინაარსის ბევრი ვიდეო მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში.

2. შესთავაზეთ მარტივი ჯილდოები

რა აღძრავს თქვენს შვილში ენთუზიაზმს?შეგიძლიათ შექმნათ ჯილდოების დაფა, რომელზეც ყოველი გახეხვის შემდეგ მოციმციმე სტიკერს დააკრავთ.იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის შესაფერისი მათი ასაკისა და საყვარელი საქმიანობისთვის. ჯილდოები შეიძლება იყოს სიტყვიერი და ისეთივე მარტივი, როგორც: „შენ გაქვს გასაოცარი ღიმილი! მე ძალიან ვამაყობ შენით,” ასევე ჩახუტება და ხელის ჩარტყმა High five!

3. გამოიგონეთ ისტორია

შექმენით თქვენი საკუთარი პირის ღრუს მოვლის ზღაპარი.აქციეთ ისინი სუპერგმირად, რომელიც ყოველი გახეხვისას იშორებს კარიესის გამომწვევ ცუდ ბიჭებს, საბოლოოდ კი ის ჯანსაღი ღიმილით სამყაროს გადარჩენას შეძლებს!

4. ნება მიეცით თქვენს შვილს თავად აირჩიოს კბილის ჯაგრისი და პასტა

გახეხვა უფრო სახალისოა, როდესაც თქვენ გაქვთ კბილის პასტა სახალისო,ფერადი ზოლებით ან ბრჭყვიალა დეტალებით. ვინ იტყვის უარს სხვადასხვა არომატებსა და სასურველი ფერის ნაირ-ნაირ ჯაგრისებზე?(მოძებნეთ პროდუქტები ADA-ს ჰოლოგრამით რათა იყოს უსაფრთხო.)

5. გაიხეხეთ მათთან ერთად

ბავშვები თქვენგან სწავლობენ, ამიტომ ეს არის შესანიშნავი გზა იმ ჯანსაღი რუტინის მოდელირებისთვის, რომელსაც ყოველთვის მისდევთ, რაც არ უნდა დატვირთული იყოს ცხოვრება. ოჯახს, რომელიც ერთად იხეხავს კბილებს, კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვს გასაღიმებლად.

ბავშვთა სტომატოლოგთან კონსულტაციისთვის, დაგვიკავშირდით.

Tezza3235_1709540013.JPG

ბოლო სიახლეები