21 აპრილს ჩატარდა სემინარი თემაზე “რთული კომპლექსური შემთხვევების ენდოდონტიური მკურნალობის ასპექტები”.სემინარს უძღვებოდა იტალიელი პროფესორი,სპიკერი,”style italiano endodontic" -სის წევრი,დოქტორი ფაბიო გორნი.
შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი,თამარ ყურაშვილი და დანბლანშის ექიმები:ნინო მეკვილიშვილი და სალომე მაცაბერიძე.
ფაბიო გორნი არის ევროპის ენდოდონტთა საზოგადოების სპეციალისტი და ამერიკის ენდოდონტთა საზოგადოების აქტიური წევრი.
2003-2005 წლებში იყო იტალიის ენდოდონტთა საზოგადოების პრეზიდენტი,გახლავთ სპიკერი იტალიასა და მთელს მსოფლიოს საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესებზე.გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერი სტატია,დოქოტრ დოტთან თანამშრომლობით მან შექმნა სამეცნიერო ვიდეობის სერია სახელწოდებით “The Endodontic Game”,რომელიც გავრცელებულია ევროპაში,აშშ-ში,კანადასა და ავსტრალიაში.
შეხვედრაზე განხილული იქნა ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, ფესვის არხის მკურნალობის უახლესი ტექნოლოგია,ფესვის არხის კომპლექსურ ანატომიასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარება,მათ შორის გამრუდებული,კალციფიცირებული არხები და ანატომიური ვარიაციები,წარუმატებელი ენდოდონტიური შემთხვევების განმეორებითი მკურნალობა,ენდოდონტიური მიკროქირურგია:ენდოდონტიური მიკროქირურგიის ჩვენებების,ტექნიკის განხილვა და ბევრი სხვა თემა.დოქტორი ფაბიოს ვიზიტი ქართველი ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების თვალსაზრისით.”დანბლანშში”აქტიურად დაინერგება ყველა ის ინოვაციური მკურნალობის ხერხები,რომლებიც შეხვედრაზე იყო განხილული.
თუ გგონია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესი შეიძლება იყოს, წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ძველ ეგვიპტეში და შენი კბილის ტკივილისგან განკურნების ერთადერთი გამოსავალია მაგიური შელოცვა, მისი ბარბაროსული მეთოდით ამოღება, ან მუმიფიცირებული მწერების ფხვნილი.
საბედნიეროდ, მედიცინამ და სტომატოლოგიამ დიდი გზა გამოიარეს – ქვემოთ მოგითხრობ, როგორ!
ძველი ეგვიპტე (3000 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) – პირველ სტომატოლოგად ითვლება ჰესი-რე, რომელიც ფარაონის პირად “კბილის მკურნალად” მუშაობდა. მისი მეთოდები მოიცავდა სამკურნალო მცენარეებს, თაფლს და შელოცვებს. გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაში, "მკურნალს" შეეძლო “პრობლემური” კბილის პირდაპირ ხელით ამოღება.
ძველი მესოპოტამია – ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ კბილის ტკივილს “კბილებში ჩაბუდებული ჭია” იწვევდა. მათი მკურნალობა მოიცავდა მაგიურ რიტუალებს, ხოლო ყველაზე გაბედულები ცხელი რკინითაც კი ცდილობდნენ ამ ჭიის “გამოყვანას” (სპოილერი: ვერ გამოჰყავდათ).
ჰიპოკრატე და არისტოტელე (ძვ. წ. 400-300 წლები) – მათ უკვე ესმოდათ, რომ კბილების დაავადებები ჰიგიენასთან იყო დაკავშირებული. ჰიპოკრატე გვირჩევდა, რომ კბილებისთვის არომატული წვენები გამოგვეყენებინა და “რბილი საკვები” გვეჭამა, რათა კბილები არ დაზიანებულიყო.
შუა საუკუნეები: როცა დალაქი სტომატოლოგობასაც ითავსებდა- შუა საუკუნეებში სტომატოლოგია ძირითადად დალაქების ხელში იყო. ისინი არა მარტო თმას ჭრიდნენ, არამედ კბილებსაც “მკურნალობდნენ” – უმეტესად ამოღებით. ანესთეზიის ნაცვლად, ხალხს სულიერი სიმტკიცე უნდა ჰქონოდა (ან უბრალოდ ელოდებოდნენ, როდის დაკარგავდნენ გონებას ტკივილისგან).
1575 – ამბრუაზ პარე – ეს ფრანგი ქირურგი პირველებს შორის იყო, ვინც სტომატოლოგიას როგორც ცალკე მეცნიერებას მიუდგა. მან შექმნა პირველი პროფესიონალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც ცოტა უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე ბაზარში დალაქების მიერ გამოყენებული “ბრჭყალები”.
რენესანსი და სტომატოლოგიის დაბადება
1728 – პიერ ფოშარმა, თანამედროვე სტომატოლოგიის მამამ, დაწერა წიგნი, სადაც აღწერა კბილების დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები, მათ შორის კბილის “დაბჟენა”, რაც ამ დროს ნამდვილი რევოლუცია იყო.
1800-იანი წლები – პირველი ანესთეზია – სტომატოლოგიაში პირველი ანესთეზია 1844 წელს გამოიყენა ჰორზ უელსმა (Horace Wells), ამერიკელმა სტომატოლოგმა. მან მოახდინა აზოტის ოქსიდის („მომღიმარი აირის“) ანალგეზიური ეფექტის დემონსტრირება საკუთარი თავის მაგალითზე, როდესაც სტომატოლოგიურ პროცედურას იტარებდა. მიუხედავად მისი აღმოჩენის მნიშვნელობისა, უელსის კარიერა ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ მისი მუშაობა საფუძვლად დაედო შემდგომი ანესთეზიის განვითარებას სტომატოლოგიასა და მედიცინაში.
თანამედროვე სტომატოლოგია: სტომატოლოგია დღეს მილიარდობით დოლარის ინდუსტრიად გადაიქცა, სადაც:
- ლაზერული ტექნოლოგიით ვმკურნალობთ,
- უმტკივნეულოდ ვაკეთებთ იმპლანტებს,
- AI-ით (ხელოვნური ინტელექტით) ვაფასებთ კბილების ჯანმრთელობას, და, საბედნიეროდ, შარდი აღარავის მიაჩნია კბილის პასტად.
საბედნიეროდ, შენი ღიმილი უსაფრთხო ხელშია! კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი.