თუ გგონია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესი შეიძლება იყოს, წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ძველ ეგვიპტეში და შენი კბილის ტკივილისგან განკურნების ერთადერთი გამოსავალია მაგიური შელოცვა, მისი ბარბაროსული მეთოდით ამოღება, ან მუმიფიცირებული მწერების ფხვნილი.
საბედნიეროდ, მედიცინამ და სტომატოლოგიამ დიდი გზა გამოიარეს – ქვემოთ მოგითხრობ, როგორ!
ძველი ეგვიპტე (3000 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) – პირველ სტომატოლოგად ითვლება ჰესი-რე, რომელიც ფარაონის პირად “კბილის მკურნალად” მუშაობდა. მისი მეთოდები მოიცავდა სამკურნალო მცენარეებს, თაფლს და შელოცვებს. გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაში, "მკურნალს" შეეძლო “პრობლემური” კბილის პირდაპირ ხელით ამოღება.
ძველი მესოპოტამია – ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ კბილის ტკივილს “კბილებში ჩაბუდებული ჭია” იწვევდა. მათი მკურნალობა მოიცავდა მაგიურ რიტუალებს, ხოლო ყველაზე გაბედულები ცხელი რკინითაც კი ცდილობდნენ ამ ჭიის “გამოყვანას” (სპოილერი: ვერ გამოჰყავდათ).
ჰიპოკრატე და არისტოტელე (ძვ. წ. 400-300 წლები) – მათ უკვე ესმოდათ, რომ კბილების დაავადებები ჰიგიენასთან იყო დაკავშირებული. ჰიპოკრატე გვირჩევდა, რომ კბილებისთვის არომატული წვენები გამოგვეყენებინა და “რბილი საკვები” გვეჭამა, რათა კბილები არ დაზიანებულიყო.
შუა საუკუნეები: როცა დალაქი სტომატოლოგობასაც ითავსებდა- შუა საუკუნეებში სტომატოლოგია ძირითადად დალაქების ხელში იყო. ისინი არა მარტო თმას ჭრიდნენ, არამედ კბილებსაც “მკურნალობდნენ” – უმეტესად ამოღებით. ანესთეზიის ნაცვლად, ხალხს სულიერი სიმტკიცე უნდა ჰქონოდა (ან უბრალოდ ელოდებოდნენ, როდის დაკარგავდნენ გონებას ტკივილისგან).
1575 – ამბრუაზ პარე – ეს ფრანგი ქირურგი პირველებს შორის იყო, ვინც სტომატოლოგიას როგორც ცალკე მეცნიერებას მიუდგა. მან შექმნა პირველი პროფესიონალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც ცოტა უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე ბაზარში დალაქების მიერ გამოყენებული “ბრჭყალები”.
რენესანსი და სტომატოლოგიის დაბადება
1728 – პიერ ფოშარმა, თანამედროვე სტომატოლოგიის მამამ, დაწერა წიგნი, სადაც აღწერა კბილების დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები, მათ შორის კბილის “დაბჟენა”, რაც ამ დროს ნამდვილი რევოლუცია იყო.
1800-იანი წლები – პირველი ანესთეზია – სტომატოლოგიაში პირველი ანესთეზია 1844 წელს გამოიყენა ჰორზ უელსმა (Horace Wells), ამერიკელმა სტომატოლოგმა. მან მოახდინა აზოტის ოქსიდის („მომღიმარი აირის“) ანალგეზიური ეფექტის დემონსტრირება საკუთარი თავის მაგალითზე, როდესაც სტომატოლოგიურ პროცედურას იტარებდა. მიუხედავად მისი აღმოჩენის მნიშვნელობისა, უელსის კარიერა ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ მისი მუშაობა საფუძვლად დაედო შემდგომი ანესთეზიის განვითარებას სტომატოლოგიასა და მედიცინაში.
თანამედროვე სტომატოლოგია: სტომატოლოგია დღეს მილიარდობით დოლარის ინდუსტრიად გადაიქცა, სადაც:
- ლაზერული ტექნოლოგიით ვმკურნალობთ,
- უმტკივნეულოდ ვაკეთებთ იმპლანტებს,
- AI-ით (ხელოვნური ინტელექტით) ვაფასებთ კბილების ჯანმრთელობას, და, საბედნიეროდ, შარდი აღარავის მიაჩნია კბილის პასტად.
საბედნიეროდ, შენი ღიმილი უსაფრთხო ხელშია! კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი.