არასწორი თანკბილვა დღესდღეობით საკმაოდ ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს.პრობლემა არა მხოლოდ ესთეტიკაზე მოქმედებს,არამედ საფრთხეს უქმნის პირის ღრუს ჯანმრთელობას,რაც დაკავშირებულია ტკივილთან და საჭიროებს ორთოდონტიულ მკურნალობას.
არასწორი თანკბილვა ზრდის:
•ღრძილების დაავადებების რისკს.
•კარიესის რაოდენობას,არასწორად დაცული ჰიგიენის გამო.
•კბილების ადრეული დაკარგვის რისკს.
•ყბა-სახსრების ტკივილის რისკს
განსაკუთრებით საყურადღებოა პრობლემის აღმოჩენა ადრეულ ასაკში,სასურველია, ბავშვმა დროულად გაიაროს კონსულტაცია ორთოდონტთან, რადგან პრობლემის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და, ხშირ შემთხვევაში, ეს მშობლისათვის შეუმჩნეველია. ამ დარღვევების მიზეზებია: მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ზრდის პროცესთან ერთად თანკბილვის პათოლოგია უფრო მძიმდება და შესაბამისად საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.
როგორი ბავშვები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს?
ბავშვები,რომლებიც 5 წლის შემდეგაც იწოვენ თითებს, ასევე რომლებსაც სარძევე კბილებს შორის ძალიან მცირე სივრცე აქვთ,რადგან მუდმივი კბილები უფრო დიდია და მეტი სივრცე სჭირდება ამოსასვლელად.
პრობლემის აღმოჩენა
პირველ რიგში,აუცილებელია ორთოდონტთან ვიზიტი.რომელიც გადაწყვეტს რა პროცედურებია საჭირო არასწორი თანკბილვის ხარისხის დასადგენად,ეს შეიძლება იყოს რენტგენი ან თაბაშირის ანაბეჭდი,ეს არის ყალიბში ჩასხმული თაბაშირით გაკეთებული კბილების ანაბეჭდები ,რომლებიც ხელს უწყობენ პრობლემის შეფასებას.
მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის სიმპტომებზე, ასაკზე,მდგომარეობის სიმძიმეზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე.მკურნალობის მიზანია კბილების გასწორება და ბავშვის ღიმილის გაუმჯობესება. მკურნალობა ზოგჯერ ტარდება ეტაპად, რაც დამოკიდებულია არასწორი თანკბილვის მასშტაბზე. ის შეიძლება შეიცავდეს:
სპეციალურ აპარატის დამაგრებას, რომლის საშუალებითაც ბავშვი გადაეჩვევა მავნე ჩვევებს და მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს სწორი განვითარების საშუალება ექნებათ.
კბილის ამოღება- თქვენი ბავშვის სარძევე კბილების ამოღება შეიძლება საჭირო გახდეს მუდმივი კბილებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. ზოგიერთი მუდმივი კბილის ამოღებაც შესაძლებელია.
ყბის ოპერაცია- ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენს შვილს შეიძლება დასჭირდეს ყბის ოპერაცია რათა მოგვარდეს პრობლემა.
ყველაზე გავრცელებული მეთოდია მავთულის სამაგრებით-ბრეკეტებით მკურნალობა. იგი დამზადებულია ძირითადად მავთულისა და პლასტმასისგან. არსებობს მრავალი სახის ბრეკეტები,კლასიკური,კერამიკული,თვითლიგირებადი,ე.ს ენისკენა ბრეკეტები,ასევე მიკრო ინპლანტები.ყველა სახის სამაგრი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს.მავთულის დროდადრო მოჭერით ორთოდონტს შეუძლია დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაისწოროს კბილები.