კბილების სიჯანსაღე და თვალშისაცემი ვიზუალი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.თანამედროვე სტომატოლოგია ეფექტური ღიმილისთვის ბევრ საშუალებას გვთავაზობს, მათ შორის მხატვრულ რესტავრაციას. მხატვრული რესტავრაციისას კბილის ანატომო-ფუნქციონალური და ესთეტიკური აღდგენა ხდება. ამ დროს საბჟენი მასალა კბილის ქსოვილის მსგავსია და შესაბამისად, რესტავრაციას ბუნებრივი სახე აქვს.მხატვრული რესტავრაცია შეგვიძლია ორთოდონტიული მკურნალობის ერთ-ერთ სახედ მივიჩნიოთ ,თუმცა ორთოპედიული მკურნალობისგან განსხვავებით,მხატვრული რესტავრაციისას საკუთარი ქსოვილები მაქსიმალურად იზოგება.ეს კბილის თანამედროვე მასალებით აშენების პროცესია. მხატვრული რესტავრაცია გამოიყენება დეფექტების-ბზარებისა ან/და კბილის ჩამოტეხილი ნაწილების დასაფარად. პროცესისას ექიმი რესტავრატორები კომპოზიტური მასალებით მუშაობენ, რომლებიც საჭირო მონაკვეთზე მაგრდება, ნანომეტრების დონეზე იხვეწება და ამ გზით ყალიბდება კბილის სასურველი ფორმა. შედეგი მაღალ ესთეტიკური და ფუნქციონალურად გამართლებულია. შესაბამისად,თუ პირის ღრუში აღგენიშნებათ ბუნებრივი ან შეძენილი დეფექტები(ბზარები,კბილის ჩამოტეხვა),შეგიძლიათ „დანბლანშში“ჩაიტაროთ მსატვრული რესტავრაციის პროცედურა და მხოლოდ 1 ვიზიტში სრულიად შეცვალოთ თქვენი ღიმილის ვიზუალი.
მხატვრული რესტავრაციის პროცედურა ტარდება ვიტალურ (ცოცხალ) და დევიტალურ (მკვდარ) კბილებზეც. თუმცა, შედეგები ცოცხალი კბილების დამუშავებისას მეტად ეფექტურია.პროცედურა ასევე ტარდება როგორც ფრონტალურ ანუ წინა კბილებზე,ისე საღეჭ კბილებზე.
პროცედურისთვის მომზადების პროცესი
როგორც უკვე აღვნიშნეთ,მხატვრული რესტავრაცია ერთ ვიზიტში სრულდება,თუმცა საშუალოდ ერთი კბილის დამუშავებას 1-1.5 საათამდე სჭირდება,სირთულეების შემთხვევაში შესაძლოა 2 საათსაც გაგრძელდეს.
მხატვრული რესტავრაციის ჩატარებამდე აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია და პანორამული რენტგენის გადაღება,რომელიც ჩვენს კლინიკაშივე შეგიძლიათ.
გთავაზობთ 3 მიზეზს,თუ რატომ არ უნდა გადადოთ მხატვრული რესტავრაციის ჩატარება:
1.არ აქვს მნიშვნელობა როგორ ან რატომ დაზიანდა თქვენი კბილი,დაზიანებული კბილის აღდგენა მოგიხსნით დისკომფორტსა და ტკივილს.დაზიანებული ან ღრუს მქონე კბილი შეიძლება დაინფიცირდეს და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი.
2.თუ დაზიანებულ კბილს დაუყოვნებლივ არ უმკურნალებთ,შესაძლოა აღდგენას აღარ დაექვემდებაროს და მოგიწიოთ მისი ამოღება.შესაბამისად,რაც უფრო მეტად გადადებთ ვიზიტს,მით მეტია იმის ალბათობა ,რომ სტომატოლოგმა ვერ შეძლოს დაზიანებული კბილის შენარჩუნება.
3.პრობლემის ადრეული გამოვლენა და პრევენცია დაგიზოგავთ ფულსა და დროს.დაზიანებული კბილის აღდგენა უფრო ხელმისაწვდომია,ვიდრე დაკარგული კბილის იმპლანტით შეცვლა.
მხატვრული რესტავრაციის ჩატარების შემდგომ,მოგცემთ მოვლის შესახებ დეტალურ ინსტრუქციებს,ხოლო რაც შეეხება გარანტიას,მასალის მიხედვით იცვლება და საშუალოდ 10 წელს შეადგენს.
თუ დიდი ხანია ფიქრობ,მხატვრული რესტავრავიის პროცედურაზე,ჩაეწერე კონსულტაციაზე ახლავე და მიიღე სრული ინფორმაცია ფასებთან დაკავშირებით.