როდესაც გარეთ ცივა, კანი არ არის სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც შეიძლება დააზიანოს მშრალმა კლიმატმა. ცივმა ტემპერატურამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ამ სეზონზე ჩახუტებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებულად ვიზრუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.კბილების მგრძნობელობა და პირის სიმშრალე ხშირად უარესდება ცივ, მშრალ ამინდში. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად.
დაიტენიანეთ ტუჩები
ზამთრის სუსხმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტუჩების დელიკატურ კანზე, გამოაშროს და გამოიწვიოს ნახეთქების გაჩენა.ყოველდღიური ტუჩის ბალმის გამოყენება, რომელიც შეიცავს SPF-ს, დაგიცავთ ამ პრობლემებისგან, თუმცა სასურველია მისი გამოყენება უფრო ხშირად, გამოშრობისთანავე.მხოლოდ საცხის გამოყენება ეფექტურად ვერ დაგიცავთ სიმშრალისგან, წყლის დალევა ასევე შესანიშნავი საშუალებაა კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად, პირის სიმშრალის სიმპტომების შემსუბუქება კი ჰიდრატაციის დამატებითი სარგებელია. იმის გამო, რომ ამ ცივ პერიოდში ჰაერში ნაკლები ტენიანობაა, ექიმები სახლში დამატენიანებელის დაყენებას გვირჩევენ.
მეტი ჰიდრატაციის შესახებ
ქსეროსტომია (პირის სიმშრალე) არის პირის ღრუს მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება პირის ღრუში არასაკმარისი ნერწყვის გამო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული სახის მედიკამენტებითა და სამკურნალო საშუალებებით. ზამთრის მშრალმა ჰაერმა შეიძლება გააუარესოს ეს, ასე რომ, დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში საკმარის წყალს იღებთ.
გამოიყენეთ ფტორიანი კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის
თუ თქვენი საყვარელი ცხელი შოკოლადით და ზამთრის ნუგბარით ტკბობისას მკვეთრ ტკივილს გრძნობთ, შესაძლოა მგრძნობელობის მომატებასთან გვქონდეს საქმე.დაშლილი კბილის მინანქარი ტოვებს დენტინს, მის ქვეშ არსებულ ქსოვილს, როდესაც კბილის ეს ნაწილი კონტაქტში მოდის ცხელ, ცივ ან მჟავე საკვებთან და სასმელთან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი. ცივმა ტემპერატურამ, ჰაერმა და ქარმა შეიძლება გამოიწვიოს კბილებში დისკომფორტის შეგრძნება. ჩართეთ მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი პასტა პირის ღრუს ჰიგიენის რუტინაში; ისინი შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც იცავს დაუცველ დენტინალურ მილაკებს.
გააკონტროლეთ ტკბილის მიღების დოზირება, განსაკუთრებით მოზარდებსა და ბავშვებში.
უკვე ვიცით, რომ შაქარი პირდაპირ კავშირშია კბილების გაფუჭებასთან, ზამთრის დღესასწაულები კი წარმოუდგენელია ტკბილეულის გარეშე.პატარებში განსაკუთრებით საყურადღებოა ტკბილეულის ყოველდღიური დოზის კონტორლი და შესაბამისი მოვლა, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესი.
შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, მოლეკულები ერწყმის ნერწყვს და პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს კვებავს. ეს კომბინაცია იწვევს კბილებზე ნადების წარმოქმნას ნადები კი ხელს უწყობს კარიესის გაჩენას.სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ზამთრის სეზონზე კბილები უფრო ხშირად გავიხეხოთ, სასურველია ვაკონტროლოთ ტკბილეულის დოზა და/ან გამოვიხეხოთ კბილები ტკბილის მიღებისთანავე.
შეინარჩუნეთ სითბო
ზამთრის სიცივეში გასვლისას პლედის ან ქურთუკის ჩაცმა არის ის, რასაც ალბათ უკვე აკეთებთ.ცივ ამინდში იძაბება სახსრები და კუნთები.პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ყბის სახსრის ტკივილი, სითბოს შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შარფი და თბილი სვიტერი კი დაგეხმარებათ ყბის სახსრის ტკივილის მინიმუმამდე შემცირებაში.
გახსოვდეთ, რომ კარგი დატენიანება, ჰიდრატაცია და სითბოს შენარჩუნება ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.აღსანიშნავია ზამთრის სეზონზე სპეციალურად მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი კბილის პასტის ჩართვის აუცილებლობაც. იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა ცივ ამინდში, შეამცირებს პირის ღრუს მთელი რიგი პრობლემების გაჩენის ალბათობას, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დაისვენოთ და მშვიდად გაატაროთ დრო ოჯახთან ერთად.