კბილების მგრძნობელობა ფართოდ გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.თუ თქვენ განიცდით ტკივილს/უსიამოვნო შეგრძნებას კბილებში გარკვეული ტიპის ან ტემპერატურის საკვების მიღებისას, პირველ რიგში, არ დააიგნოროთ პრობლემა.კბილების მგრძნობელობა შეიძლება იყოს პირის ღრუს ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემის მანიშნებელი, შესაბამისად საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა და მომავალში არ დაგჭირდეთ ინტენსიური სტომატოლოგიური ჩარევა.
კბილების მგრძნობელობის მიზეზებია:
ბრუქსიზმი
საერთაშორისო სახელწოდებით, ბრუქსიზმი არის გაუცნობიერებელი მოქმედება, როდესაც კბილების ერთმანეთზე უხეში დაჭერა და კრაჭუნი ხდება. ეს შეიძლება მოხდეს ძილის დროს ან დღის განმავლობაში. დაჭერა შეიძლებ სტრესით იყოს გამოწვეული, რაც კბილისა და ყბის ტკივილის ხშირი მიზეზია. კბილებზე დამატებულმა ზეწოლამ დაჭერისას შეიძლება გამოიწვიოს ცალკეული ან მრავალი კბილის ჰიპერგრძნობიარობა გარეგან გამაღიზიანებლებზე როგორიცაა ტემპერატურა, ღეჭვა და გახეხვა.გრძელვადიან პერსპექტივაში, ბრუქსიზმით გამოწვეულმა ცვეთამ შეიძლება გაანადგუროს თქვენი მინანქარი, და მოგიმატოთ მგრძნობელობა.ბრუქსიზმი, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად დაკავშირებულია სტრესთან, მაგრამ შეიძლება მოხდეს ძილის დარღვევების შედეგად, როგორიცაა ძილის აპნოე და ზედა სასუნთქი გზების რეზისტენტობის სინდრომი.
ე.წ ღამის დამცავის ტარება დაგეხმარებათ კბილების დაზიანების შემცირებაში და შემდგომი მგრძნობელობის თავიდან აცილებაში. აუცილებელია, თქვენმა სტომატოლოგმა, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალიწინებით მოგარგოთ დამცავი, რადგან აფთიაქში შეძენილმა სტანდარტულმა ღამის დამცავებმა შეიძლება გააუარესონ ქვედა ყბის სახსრის (TMJ) პრობლემები და გამოიწვიონ არასწორი თანკბილვა, რაც აისახება გარეგნობაზეც.
ზედმეტად აგრესიული ხეხვა
კბილების ძირეულად გასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზედმეტად ინტენსიური და ძლიერი ხეხვა იწვევს ცვეთას,რაც დაუცველს ტოვებს შიგნით არსებულ კბილის ნერვს. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ რბილი კბილის ჯაგრისი და დაიჭიროთ ღრძილების მიმართ 45 გრადუსიანი კუთხით. მეტი სიღრმისეული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი სტატია.
კიდევ ერთი შესანიშნავი რჩევაა აბრაზიული კბილის პასტების თავიდან აცილება.
კბილის კარიესი როგორც მგრძნობელობის გამომწვევი
კბილის დაშლა არის მინანქრის განადგურება ნადების ბაქტერიების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა მხოლოდ ერთ კბილში, ან რამდენიმეში თუ არსებობს მრავალი ადგილი, სადაც დაშლა ხდება. თუ ეს პრობლემა არ გაქვთ, კარიესი მაინც შეიძლება გავრცელდეს და გავლენა მოახდინოს კბილის ღრმა ფენებზე.მგრძნობელობით დაწყებული პრობლემა მოგვიანებით შეიძლება გადაიზარდოს ინფექციაში ან გამოიწვიოს კბილის დაკარგვა.
კარიესის სამკურნალოდ, თქვენი სტომატოლოგი ამოიღებს კბილის დაზიანებულ ნაწილს და ჩაანაცვლებს მას კბილის ფერის შესაბამისი შიგთავსით. მძიმე ფორმის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გვირგვინი.
ღრძილების დაავადება
თუ კარიესი განაგრძობს პროგრესირებას, შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაავადება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნადების დაგროვება იწყებს გამკვრივებას ღრძილების ხაზის ქვეშ და ხდება ქვა.ნადებისგან განსხვავებით, კბილის ქვა ვერ მოშორდება სახლში და საჭიროებს პროფესიონალურ წმენდას.
ღრძილების დაავადების მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს თქვენი პაროდონტოლოგის მიერ, თქვენი სპეციფიკური გარემოებიდან გამომდინარე. ეს ჩვეულებრივ მოიცავს კლინიკაში გაწმენდისა და სახლში სტომატოლოგიური ჰიგიენის კომბინაციას.
როდის მივმართოთ სტომატოლოგს კბილების მგრძნობელობის შესახებ
ვინაიდან კბილების მგრძნობელობა შეიძლება იყოს პირის ღრუს ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემის მანიშნებელი, მნიშვნელოვანია თქვენი შეშფოთება სწრაფად აცნობოთ სტომატოლოგს. თუ კბილის ტკივილს თან ახლავს ყლაპვის გაძნელება, აჩქარებული გულისცემა, დაბნეულობა და/ან მაღალი სიცხე, უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგან ეს შეიძლება იყოს ინფექციის ნიშნები.
“დანბლანში” გთავაზობთ მაღალი ხარისხის, სანდო და სწრაფ მომსახურებას ნებისმიერი სტომატოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ თქვენი მგრძნობელობის მიზეზი და ვუმკურნალოთ მას, რათა კვლავ დატკბეთ თქვენი საყვარელი კერძებით და დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების წესს.
კბილის მგრძნობელობის გამომწვევი მიზეზების განხილვის მიზნით შეხვედრის დასანიშნად, დაგვიკავშირდით დღესვე.