ზაფხულის სითბოსა და ბევრ თავისუფალ დროს მოსდევს გარე აქტივობები და უამრავი შესაძლებლობა მზეზე გართობისთვის. თუმცა, სიცხე პირის ღრუს ჯანმრთელობას ახალ გამოწვევებს უმზადებს.ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ დროს უფრო აქტუალური გახდეს, არის ღრძილებიდან სისხლდენა. საინტერესოა, როდის უნდა დავაიგნოროთ პრობლემა/ვიმკურნალოთ სახლის პირობებში და როდის მივმართოთ სტომატოლოგს?
რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას
ღრძილების სისხლდენა შეიძლება იყოს რამდენიმე პრობლემის ნიშანი, ყველაზე ხშირად კი ღრძილების დაავადებების, როგორიცაა გინგივიტი ან პერიოდონტიტი.
ღრძილებიდან სისხლდენის პოტენციური მიზეზებია:
- პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა
- უხეში კბილის ჯაგრისის გამოყენება
- ჰორმონალური ცვლილებები
- ვიტამინების დეფიციტი
- მედიკამენტები
- მოწევა
საყურადღებოა, რომ ზაფხულში რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს ღრძილების გაღიზიანებას და გამოიწვიოს სისხლდენა:
1. დეჰიდრატაცია: ცხელმა ამინდმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, რაც ამცირებს ნერწყვის გამომუშავებას. ნერწყვი გადამწყვეტია საკვების ნაწილაკებისა და ბაქტერიების მოსაშორებლად, შესაბამისად ნაკლებმა ნერწყვმა შეიძლება გამოიწვიოს ნადების დაგროვება და ღრძილების გაღიზიანება.
2. შეცვლილი კვებითი ჩვევები: ზაფხული ხშირად ნიშნავს ბარბექიუს, პიკნიკებსა და გამაგრილებელი (შაქრიანი) ან მჟავე საკვებისა და სასმელის დიდი რაოდენობით მიღებას. ამან შეიძლება გაზარდოს ღრძილების ანთებისა და სისხლდენის რისკი.
3. გაზრდილი ფიზიკური აქტივობა: მეტი გარე აქტივობა ზრდის პირის ღრუს დაზიანების ან უეცარი ტრავმის მიღების რისკს, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღრძილებიდან სისხლდენა.
4. ალერგია და სინუსური პრობლემები: ზაფხულის ალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს სინუსური შეშუპება, რაც თავის მხრივ იწვევს პირით სუნთქვას.პირით სუნთქვამ შეიძლება გამოაშროს და გააღიზიანოს ღრძილები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მსუბუქ ღრძილებიდან სისხლდენას მარტივად ვუმკლავდებით სახლის პირობებში, მუდმივი ან მძიმე სისხლდენა არ უნდა იყოს იგნორირებული.
აქ მოცემულია რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ დროა დანიშნოთ შეხვედრა სტომატოლოგთან:
- სისხლდენა, რომელიც გრძელდება კვირაზე მეტ ხანს
- შეშუპებული ღრძილები
- ღრძილები, რომლებიც ადვილად ღიზიანდება და იწყება თვითნებური სისხლდენა ჯაგრისის/ფლოსის ზემოქმედების გარეშე.
- მუდმივი ცუდი სუნი ან ცუდი გემო პირში
- მტკივნეული ღეჭვა
დასასრულს, პირის ღრუს ჰიგიენის სათანადო დაცვა, რეგულარული ვიზიტები და საკმარისი რაოდენობის წყალი დაგეხმარებათ ჯანსაღად და უდარდელად დატკბეთ სეზონით. თუ შეამჩნევთ მუდმივ სისხლდენას ან ღრძილების დაავადების სხვა ნიშნებს, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს პროფესიული რჩევისთვის.
პაროდონტოლოგთან ჩასაწერად, დაგვიკავშირდით.
კბილის ამოღება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურა ითვლება ქირურგიულ ჩარევად და მისი სწორად მართვა კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებასთან ერთად, აუცილებელია წარმატებული შეხორცებისთვის. კბილის ამოღების შემდეგ ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ პროცედურა დასრულებულია, თუმცა ჭრილობის მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა არ განვითარდეს გართულებები, როგორიცაა ინფექცია ან შეხორცების შეფერხება. ამ სტატიაში გაგიზიარებთ სტომატოლოგის რჩევებს, რომელთა დაცვა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ სარეაბილიტაციო პერიოდს.
რა ხდება კბილის ამოღების შემდეგ?
კბილის ექსტრაქციის შემდეგ ღრძილში რჩება ცარიელი სივრცე (ე.წ. ბუდე), რომელიც ივსება შედედებული სისხლის კოლტით. ეს ბუნებრივი “დახურვა” იცავს ღრმულს მიკრობებისგან და ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას. სწორედ ამის დაუბინძურებლად შენარჩუნება და დაცვაა პოსტოპერაციული მოვლის მთავარი მიზანი.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კბილის ამოღების შემდეგ?
1.პირველი 24 საათი – გადამწყვეტი ფაზაა, არ გამოიყენოთ სავლები საშუალებები(წყალი) ინტენსიურად –ეს შეიძლება გახდეს სისხლის კოლტის ნაადრევად მოცილების მიზეზი; არ შეეხოთ ჭრილობას ენით, თითით ან რაიმე საგნით; მოერიდეთ ცხელსა და ცხარე საკვებს – უკეთესია რბილი, ოთახის ტემპერატურის საკვები; დაისვენეთ, თავი ოდნავ აწეულ მდგომარეობაში (დალაგებული ბალიშებით), რათა შეამციროთ სისხლდენის და შეშუპების რისკი; თუ ექიმმა გირჩიათ – გამოიყენეთ ყინული პირველი 24 საათის განმავლობაში (10-15 წუთი პირსახოცში გახვეული, ყოველ საათში ერთხელ).
2.მინიმუმ 72 საათით თავი შეიკავეთ მოწევისგან – ნიკოტინი აფერხებს შეხორცებას, შესაძლოა ჩამოვარდეს სისხლის კოლტი რაც ზრდის ე.წ მშრალი ღრუს განვითარების შანსს; არ გამოიყენოთ ჩხირი სასმელისთვის – პირის ღრუში წნევის ცვლილება იმავეს იწვევს.
3. კბილის ამოღების დღეს კბილები უხეშად არ გაიხეხოთ ჭრილობის არეში, მეორე დღიდან შეგიძლიათ ნაზად გაიხეხოთ, მაგრამ ჭრილობას არ მიუახლოვდეთ; საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ ანტისეპტიკურ სავლებს.
4. მიირთვით რბილი საკვები: ბანანი, იოგურტი, პიურე, სუპები; მიაქციეთ ყურადღება წყლის მიღებას, მაგრამ ნუ დალევთ ცივ წყალს დიდი ყლუპებით;არ დაიღეჭოთ ჭრილობის მხარეს, მინიმუმ რამდენიმე დღით.
როდის მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ? თუ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
- ძლიერი ტკივილი, რომელიც არ იკლებს 48 საათის შემდეგ
- ყბა-სახის შეშუპება ან ჩირქოვანი გამონადენი
- მაღალი ტემპერატურა
- უსიამოვნო სუნი პირიდან
- უწყვეტი სისხლდენა პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
კბილის ამოღება მხოლოდ პროცედურის დასასრული კი არა, ერთგვარი დასაწყისიცაა – სხეულის თვითმკურნალობის პროცესის. თქვენი სიფრთხილე და ექიმის რეკომენდაციების დაცვა განაპირობებს, რომ ეს პერიოდი იყოს რაც შეიძლება კომფორტული და უსაფრთხო. თუ გაქვთ კითხვები ან ხართ კბილის ამოღების წინ/შემდგომ ეტაპზე – ჩვენი კლინიკის პროფესიონალი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ და მოგცეთ ინდივიდუალური რჩევები