5 ფაქტი კბილების გათეთრების შესახებ

17.05.2024

"დანბლანშში" ჩვენი პაციენტები ხშირად გვეკითხებიან კბილების გათეთრების პროცედურის შესახებ. მართლაც, ამერიკული კოსმეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის გამოკითხვის თანახმად, „როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს: „პირველ რიგში რა პროცედურის ჩატარებას ისურვებდით თქვენი ღიმილის გასაუმჯობესებლად?“ ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო: "რა თქმა უნდა გათეთრება, უფრო თეთრი კბილები“.
მართლაც, თეთრი ღიმილი მყისიერ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანებზე, რომლებსაც ხვდებით. თუ კბილების გათეთრებას პროცედურის გაკეთებას განიხილავთ, აქ არის 5 ფაქტი, რომელიც  აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. რატომ იცვლიან ფერს კბილები?

არსებობს რამდენიმე განსხვავებული მიზეზი იმისა, რატომაც იცვლის ფერს კბილი.ჩვეულებრივ, ეს მიზეზი გარკვეული საკვებისა და სასმელის მოხმარებაა.წითელი ღვინის, ყავის ან ჩაის დალევა კბილებს სითეთრეს უკარგავს. ამ სასმელებს აქვთ პიგმენტები, რომლებიც ილექება კბილის მინანქარზე. თამბაქოს ნაწარმში აღმოჩენილი კუპრი და ნიკოტინი წარმოქმნის ყავისფერ და ყვითელ ლაქებს. დრო ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი კბილების გარე მინანქარი თხელდება და ქვევით მოყვითალო დენტინი უფრო მეტად ჩნდება. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს თქვენი კბილების სითეთრის დაკარგვა, მათ შორის ზოგიერთი ანტიჰისტამინი, ანტიბიოტიკი, მაღალი წნევის წამალი ან ქიმიოთერაპია.

2. როგორ მუშაობს კბილების გათეთრება?

კბილების გათეთრება არის გაუფერულების პროცესი, რომელიც მიიღწევა წყალბადის ზეჟანგით ან კარბამიდის პეროქსიდით.შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.


3. კბილების გათეთრების ვარიანტები

კბილების პროფესიონალური "საოფისე" zoom გათეთრება არის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა კბილების გასათეთრებლად.ამას ჩვეულებრივ 90 წუთზე ნაკლებ დრო სჭირდება და შეუძლია კბილების გათეთრება 10 ტონამდე. მეორე საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, კაპის საშუალებით კბილების გათეთრება სახლის პირობებში. კლინიკაში დამზადებულ ინდივიდუალურ კაპებზე პაციენტი მათეთრებელ გელს უსვამს და მისი ტარება ყველგან შეუძლია: სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.აუცილებელია ზუსტად დაიცვათ მოხმარების წესები! მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.

მესამე და ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია კბილების მათეთრებელი კბილის პასტები და სავლები. ისინი შეიცავს რბილ აბრაზივებს, რომლებსაც შეუძლიათ ზედაპირული ლაქების მოცილება. ეს პროდუქტები განსხვავდება მათეთრებლებისგან იმით, რომ ისინი არ ცვლიან კბილების ფერს. ისინი მხოლოდ კბილების ზედაპირზე ლაქების მოცილებას უწყობენ ხელს. ასეთ დროს, გათეთრების ეფექტის მოპოვებას უფრო მეტი დრო სჭირდება და მხოლოდ ერთი ან ორი ტონით გაათეთრებს კბილებს. შედეგები ასევე არ გრძელდება ისე, როგორც კბილების გათეთრების სხვა განხილული მეთოდების დროს.

4. კბილების გათეთრება ყველა კბილზე ერთნაირად არ მუშაობს

როგორც წესი, ყვითელი კბილები კარგად თეთრდება, ყავისფერი ფერები გაცილებით ნაკლებად, ხოლო ნაცრისფერი ან მეწამული ტონები შეიძლება საერთოდ არ რეაგირებდეს პროცედურაზე. ასევე, თუ თქვენ გაქვთ გვირგვინები, ქუდები ან ვინირები, ისინი არ რეაგირებენ გათეთრებაზე.

5. კბილების გათეთრების შესაძლო გვერდითი მოვლენები

მათეთრებელი პროდუქტების გამოყენების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა კბილების მგრძნობელობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც მათეთრებელი საშუალება აღწევს მინანქარში და აღიზიანებს კბილის ნერვს.როგორც წესი, ეს დროებითია. პროფესიონალურ კბილების გათეთრებას, არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის: არც მინანქრისათვის, არც დენტინისათვის და, არც ფესვებისათვის. ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით.

ახლა, როცა კბილების გათეთრების შესახებ საჭირო ინფორმაციას ფლობთ, გეტყვით, რომ ჩვენთან ,საოფისე გათეთრების ჩატარებას ამერიკული უმაღლესი ხარისხის IBRITE LED WHITENING LIGHT აპარატისა და WHITER IMAGE გელის საშუალებით შეძლებ.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით

5 ფაქტი კბილების გათეთრების შესახებ

ბოლო ბლოგები